„მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენის“ პროექტს ხელი მოეწერა

17 მარტს, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში, ხელი მოეწერა „მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენის“ პროექტს, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

არსებული ინფორმაციით, გრანტის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი იქნება ნარჩენების შემკრები მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

 

“დიდ მადლობას ვუხდით იაპონიის ელჩს, ბატონ იმამურა აკირას და პროექტის შემუშავებაში ჩართულ ყველა პირს”, – აღნიშნულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები