ავთანდილ თალაკვაძის თქმით, ოზურგეთის 10 სოფლის გაზიფიცირების პროექტირება დასრულდა
დასრულდა პროექტირება ოზურგეთის სოფლებში, რომლის მიხედვითაც მოხდება გაზის ქსელის მშენებლობა – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირით დამატებით 800-მდე ოჯახი ისარგებლებს.
„წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დავპირდით და უკვე დასრულდა პროექტირება შემდეგი სოფელებისთვის – გოგიეთი, დვაბზუს ნასაკირალი, ჯუმათი, იანეთი, ბოგილი, ძირიჯუმათი, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა, რომლის მიხედვითაც მოხდება გაზის ქსელის მშენებლობა და გაზის მიწოდება დამატებით 800-მდე ოჯახისთვის. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ სრულად დასრულდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.