ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობი-უტორას დამშრობ მასივს აწესრიგებს.

 

არსებული ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიფულის ტერიტორიაზე  ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან  6,5 კილომეტრი სიგრძის  სხვადასხვა კატეგორიის  კოლექტორული   და შემკრები არხი  იწმინდება.

 

როგორც ცნობილია, სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება; შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება. დამშრობ მასივზე  სამუშაოები აპრილის  ბოლოს  დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები