გორში დაზიანებული გზების საფარის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება
გორის მუნიციპალიტეტში, დაზიანებული გზების საფარის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ხელშეკრულება მერიამ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა – შენახვის სამუშაოებზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 10 მარტს გააფორმა.
ხელშეკრულება გულისხმობს გორის მუნიციპალიტეტში წლის მანძილზე გზის სარემონტო სამუშაოების წარმოებას, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯება.
გზის დაზიანებული საფარი გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მოწესრიგდება.