გორში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა გრძელდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრებს, სადაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივები ხმათა უმრავლესობით არჩევენ, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრება.
“სოფლის კრებები და კონსულტაციები თებერვლის თვეში დაიწყო და მუნიციპალიტეტის 112 სოფელში გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 -დან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
2022 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი და ის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.