სამტრედიის მერმა დამსახურებულ მწვრთნელებს იუბილე მიულოცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ და კულტურის სამსახურის უფროსმა, ნატალია მანჯგალაძემ, დამსახურებულ მწვრთნელებს, სენსეი მიხეილ ქანთარიას და კალათბურთის მწვრთნელს, თამაზ ხაფავას სიმბოლური საჩუქრებით იუბილე მიულოცეს.

“ფასდაუდებელია ის შრომა, რასაც თითოეული თქვენგანი სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში დებთ. არაერთი თაობა გაზარდეთ და მათ სამტრედია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ჩემპიონატზე არაერთხელ ასახელეს. მადლობა გაწეული შრომისთვის, ერთგულებისთვის და შემართებისთვის”, – თქვა დავით ბახტაძემ.

ამასთან, ხელისუფლებისა და სპორტის წარმომადგენლებმა განსახორციელებელ სპორტულ აქტივობებზე და ამ კუთხით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

,,სპორტის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება. სამტრედიაში კიდევ ვგეგმავთ სპორტული ობიექტების აშენებას და არსებულების რეაბილიტაციას” – აღნიშნა სამტრედიის მერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები