ხობის მუნიციპალიტეტში გზები თოვლისგან იწმინდება

ხობის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და თოვლისგან იწმინდება გზის სავალი ნაწილი, – ამის შესახებ “კვირას” ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გზებზე არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მის პირველ მოადგილესთან, რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების საჯიჯაოს, გაღმა საჯიჯაოს და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებს.

ადგილზე მობილიზებულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები და ადმინისტრაციულ ერთეულებს ელექტროენერგიის მიწოდება უმოკლეს დროში აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები