საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ20–კმ34 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ20–კმ34 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები