ნინო ლაცაბიძემ “მართე შენი ქალაქი” პროგრამის მონაწილე სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა
რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროგრამის – “მართე შენი ქალაქი” პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსთავის მერი, დღეს პროექტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა, ნინო ლაცაბიძემ მათ სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
“ახალი პროგრამის – “მართე შენი ქალაქი” განხორციელება მუნიციპალიტეტში თებერვალში დაიწყო, პირველ ეტაპზე, მასში 15 სტუდენტი იყო ჩართული. ახალგაზრდები მერიის სამსახურების მუშაობის სპეციფიკას ერთი თვის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდნენ.
პროგრამაში ჩართვის მსურველთა შერჩევა, ონლაინ რეგისტრაციით მოხდა.
პროექტი, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვას და მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკის გაცნობას ისხავს მიზნად’, – ნათქვამია ინფორმაციაში.