ჩხოროწყუს მერმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრას ასევე მერის მოადგილე, ვალერი თოდუა ესწრებოდა.
“დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ჩატარდა.
მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 446 000 ლარი დაიხარჯება.
შეხვედრაზე ასევე სახელმწიფო და მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული და სხვა საკითხები განიხილეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.