საგარეჯოში მესამე დღეა მოხუცს ეძებენ

საგარეჯოში, სოფელ პატარძეულში მესამე დღეა მოხუც ქალს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი, ემიგრანტი  ნინა ხინჩაგიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, საქმეში პოლიციაც ჩართულია. ის საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს.

ყველაზე უარესის მოლოდინში, მეგობრებო, ახლობლებო, მეზობლებო, თანაქალაქელებო, ვისთანაც კი ოდნავ შეხება და ნაცნობობა გვქონია, მესამე დღეა დაიკარგა დედაჩემი, სრული კოშმარი გვაქვს მთელ ოჯახს…

თუ ვინმემ სადმე(საგარეჯოს რ-ნი, სოფ. პატარძეული) თვალი მოკრათ ან რამე გაიხსენოთ, ნებისმიერი ინფო მოგვაწოდეთ, ძალიან გთხოვთ…
მადლობა ჩემს უძლიერეს ოჯახს შვილს და სიძეს, ნათესავებს, უერთგულეს მეგობრებს, ვინც ჩართულია ამ საქმეში…მადლობა შსს დანაყოფს,სამაშველოს!!! მადლობა ჩემს იტალიურ ოჯახს უდიდესი თანადგომისთვის და მზადყოფნისთვის, მე ეს მაძლიერებს და ზურგს მიმაგრებთ ყოველი თქვენგანი… ამ ჯოჯოხეთურ განსაცდელსაც გავივლით და ცოცხალს ვიპოვით ჩემს ტკბილ და საბრალო დედის …. შორს ვარ და სულის კანკალით ვითვლი წუთებს და საათებს, დამეხმარეთ და მიშველეთ…..
წინასწარ მადლობა ყველას, ვინც ოდნავ მაინც შეგვეშველებით…
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გვანცას ….544 444 113 ნომერზე” – წერს ნინა ხინჩაგიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები