სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საჩხერის მერი 4 სოფლის მოსახლეობას შეხვდა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან გაგა დარბაიძესთან ერთად შეხვედრები სოფელ ივანწმინდაში, მერჯევში, გამოღმა არგვეთსა და გორისაში გამართა.
“სოფელ ივანწმინდაში მოსახლეობამ ორი საკითხი წარადგინა განსახორციელებლად:
- გარე განათების მოწყობა და
- საუბნო გზების რეაბილიატაცია
ხმათა უმრავლესობით გადაწყდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. ივანწმინდაში მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერს სოფლის სხვა საჭიროებები და პრობლემებიც გააცნო. თავის მხრივ, ლევან ივანაშვილმა პრობლემების მოგვარება შესაძლებლობების ფარგლებში აღუთქვა.
სოფელ მერჯევში მოსახლეობამ წარადგინა 3 საკითხი:
- 3 ერთეული მოსაცდელის გაკეთება
- შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია
- დეკანოიძეების უბანში გზის რეაბილიტაცია
ხმათა უმრავლესობით გადაწყდა 3 ერთეული მოსაცდელის გაკეთება.
სოფელ გორისაში მოსახლეობამ განსახილველად წარადგინა სამი საკითხი:
- სოფლის სკვერში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა
- მცირე სპორტული მოედნის მოწყობა
- მცირე სპორტული მოედნის მოწყობა გულიაშვილების უბანში
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სკვერში ატრაქციონები და გარე განათება მოეწყობა.
სოფელი გამოღმა არგვეთის მოსახლეობამ წარადგინა სამი საკითხი:
- რკინა-ბეტონის საფარის დაგება გვიანიძეებისა და ხარშილაძეების უბანში
- მცირე სპორტული ატრაქციონის მოწყობა
- რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა მარკოზიშვილების უბანში.
ხმათა უმრავლესობით გადაწყდა-გვიანიძეებისა და ხარშილაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის დაგება
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე საუბარი სოფლის სხვა საჭიროებებსაც შეეხო, რომლებიც შესაძლებლობების ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტით მოგვარდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.