მცხეთის მერია: ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მათი ცნობით, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის. მათ შორის იწმინდება სოფლის შიდა საუბნო გზები.
“გზების გაწმენდით პროცესს ადგილზე მეთვალყურეობას უწევენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.