ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გზების წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გზების წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის მობილური ჯგუფი, დავით კვირჭიშვილის ხელმძღვანელობით ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობს. სპეციალური ტექნიკით იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზები, იყრება ტექნიკური მარილი და ქვიშა.
სამუშაო პროცესებს პირადად აკვირდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი.
“არასეზონურმა უამინდობამ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება შეაფერხა. დიდთოვლობის პირველივე დღიდან ზედამხედველობის სამსახური, საგზაო დეპარტამენტის მობილურ ჯგუფებთან ერთად, გაუჩერებელ რეჟიმში მუშაობს. საკმაოდ დიდია თოვლის საფარი და რთულია რელიეფი. მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსები, ამიტომ ეტაპობრივად ყველა სოფელში მივალთ.
ვწუხვარ გზებზე შექმნილი დისკომფორტის გამო, უშუალოდ ვაკვირდები გზების წმენდის პროცესს და იმედი მაქვს, ჩვენ დაუღალავ შრომას, ბუნებაც შეუწყობს ხელს და მალე გამოიდარებს. ყველას გთხოვთ იმოძრაოთ გამართული ავტოტრანსპორტით, იქონიოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავები და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა