ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს
ოზურგეთის მერიას ორგანიზაცია “ალტ-ინფოსთვის” საოფისე ფართი არ გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
““ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ოზურგეთში, ჭავჭავაძის 12 ნომერში მდებარე ფართი (რომლის დაქირავებაც სავარაუდოდ, ორგანიზაცია “ალტ-ინფოს” სურდა) ეკუთვნის მერიას – არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. სინამდვილეში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ჭავჭავაძის 12-ში მდებარე სხვა ფართს ეხება.
ვასაჯაროებთ ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებს და ფოტოს.
ოზურგეთის მერიას აღნიშნული საკუთრება ორგანიზაცია “ალტ-ინფოსთვის” არც გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.