საქართველოს საზღვართან 3 მიწისძვრა მოხდა
გამთენიისას, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 2 კილომეტრში, ზედიზედ სამი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 05:15 საათზე დაფიქსირდა. სტიქიის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო.
მეორე ბიძგი 06:37 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა. ხოლო, თბილისის დროით 08:22 საათზე კი, საქართველოს საზღვრიდან 10 კილომეტრში, 3.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დააფიქსირეს.