ხურვალეთთან მომხდარი ავარიისას დაშავებული მცირეწლოვანი გარდაიცვალა
ხურვალეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი გარდაიცვალა.
ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა. “ნისანის” მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენჯერმე ამობრუნდა. შედეგად გარდაიცვალა 4 მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი.
კიდევ ერთი, 9 წლის მოზარდი კი მძიმედ დაშავდა.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორში, კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები და დაშავებული ერთი ოჯახის წევრები არიან.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.