მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზეც, რათა ავტოტრანსპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადებში აღდგეს.

ზვავსაშიშროება ჯერჯერობით კვლავ ნარჩუნდება გუდაური-კობის მონაკვეთზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები