დიდთოვლობა მარტვილში- გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ დროისთვის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებში ჩართულია ა(ა)იპ მარტვილის „კეთილმოწყობის ცენტრის“ ტექნიკა.

თოვლის საფარისგან იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები.

გზების გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი, თორნიკე ჯანაშია ხელმძღვანელობს.

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა ინტენსიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები