ძლიერი თოვის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ძლიერი თოვის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა დუშეთის მუნიციპალიტეტის 50-ზე მეტ სოფელს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად ამ ეტაპზე პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია.
არსებულ ვითარებას ოშპიტელ-გუდამაყრის დამაკავშირებელ გზაზე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო.