ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ე.წ. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ რეგიონში თბილისის დროით 9:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესში მოსახლეობა მონაწილეობას 35 ე.წ. ოლქის, 152 ე.წ. საარჩევნო უბანზე შეძლებს, ამგვარად, „არჩევნებში“ მონაწილეობას ჯამში დაახლოებით, 130 000 ადამიანი შეძლებს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია.
ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას 123 კანდიდატი იღებს, აქედან 107 – კაცი და 16 ქალია.