დუშეთის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გამართა
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ორგანიზებით, “ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკმა” დუშეთის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გამართა.
აქციაში ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ, მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა.
სისხლის უანგარო 60 დონორს სიმბოლურად მადლობის სიგელი გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში შეიქმნა სისხლის დეფიციტი რამაც სისხლის ბანკებში კრიზისი გამოიწვია, რადგან არ არსებობს სისხლისა და სისხლის პროდუქტების შემცველი ხელოვნური ხსნარები.
გაღებული სისხლი განაწილდება საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში, რომელსაც გადაუდებელი შემთხვევებისთვის გამოიყენებენ.