ლევან ივანაშვილი მოძვისა და ჯალაურთის მოსახლეობას შეხვდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან და მათთან ერთად სოფელში განსახორციელებელ პროექტებს განიხილავენ. შეხვედრები ამჯერად სოფელ მოძვსა და ჯალაურთაში გაიმართა.

 

მოძვში მოსახლეობამ 2 საკითხი წარადგინა:

  1. გარე განათების მოწყობა
  2. დასასვენებელი სკვერის მოწყობა

ხმათა უმრავლესობით შეირჩა მე-2 პროექტი.

სოფელ ჯალაურთაში მოსახლეობამ 3 საკითხი დააყენა:

  1. სოფლის შესასვლელში ქარსაცავის ზოლის გასაშენებლად ტერიტორიის შემოღობვა
  2. სასაფლაოს მიმდებარედ ტერიტორიის კეთილმოწყობა
  3. შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია

 

ხმათა უმრავლესობით გადაწყდა მე-2 და მე-3 პროექტი.

 

შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ერეკლე ჭიღლაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მოსახლეობის მიერ დაყენებული სხვა საკითხები, შესაძლებლობების ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები