მცხეთის მუნიციპალიტეტიდან უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი გაიგზავნება

პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

 

უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი მცხეთის მუნიციპალიტეტიდან თბილისში დღეს გაიგზავნა.

აქციის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორის ჩართულობით პირველადი საჭიროების ნივთები, მედიკამენტები და არამალფუჭებადი პროდუქტები შეგროვდა.

 

“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას გიხდით თითოეულ მოქალაქეს და კერძო ბიზნესის წარმომადგენელს უკრაინის დასახმარებელ ჰუმანიტარულ აქციაში აქტიური ჩართულობისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები