როგორია კოვიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 686 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 47 668, ხოლო გარდაიცვალა 662 ადამიანი.