ჩხოროწყუს მერია: უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი მზად არის
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად მზად არის. ინფორმაციას მუნიციპალიტრტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აქციაში მერიის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ ა(ა)იპ-ებისა და ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
“პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის აქციის თითოეულ მონაწილეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.