სკრის თემში სოციალური პროექტი “სიკეთის ტალღა“ ხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით სკრის თემში სოციალური პროექტი “სიკეთის ტალღა“ ხორციელდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათი ცნობით, პროექტის მიმდინარეობას  გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი გაეცნო და ბენეფიციარები მოინახულა.

“პროექტი “სიკეთის ტალღა“ ითვალისწინებს სკრის თემში მცხოვრები 20 სოციალურად დაუცველი და დევნილი მარტოხელა მოხუცისთვის შინმოვლისა და სოციალურ სამრეცხაოს სერვისების მიწოდებას. პროექტის ფარგლებში მოხუცებისთვის, ასევე, ეწყობა საქველმოქმედო ღონისძიებები,  შეჯიბრებები სამაგიდო თამაშბში და ექსკურსიები საქართველოს მასშტაბით, რაც ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაცია.

მოხუცების გარდა, პროექტში მონაწილეობენ მოხალისე ახალგაზრდებიც, რომლებიც მოხუცებს საოჯახო საქმეებში ეხმარებიან,  ბინას ულაგებენ, მაღაზიიდან პროდუქტები მიაქვთ, შეშას  უჩეხავენ.  მოხუცთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს პროფესიონალი მედდა, რომელიც კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ ახორციელებს ვიზიტებს მათთან.

პროექტი “სიკეთის ტალღა“ ადგილობრივი არასამთვრობო ორგანიზაცია “ბეთლემისა და გორის მერიის თანამშრომლობით სკრის თემშირამდენიმე წელია ხორციელდება. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური პროეტების თანადაფინანსების პროგრამიდან ფინანსდება.

სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამა, ერთ-ერთი მუნიციპალური პროგრამაა, რომელიც  ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამა ეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას  და გულისხმობს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების დაფინანსებას წილობრივი მონაწილეობით. ეს მიდგომა შესაძლებელს ხდის მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების გადაჭრას და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას მუნიციპალიტეტში.

2022 წელს ,,სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში ფინანსდება 11 სოციალური პროექტი, რომლის ბენეფიციარები ხანდაზმულებთან ერთად შშმ პირები, დევნილები, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ვეტერანები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები არიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები