მცხეთის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილობრივებთან კონსულტაციები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით დასრულდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის 836 000 ლარი გამოიყო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, ყველა სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივების მიერ არჩეულ პროექტებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. შესაბამისად, ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და თემის პრიორიტეტების შერჩევაში.
კრებებზე, დასახელებულ პროექტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
სოფლების დიდ ნაწილში პრიორიტეტებად გარე განათების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და კონკრეტული სოფლისთვის მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებები შეირჩა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები