ლანჩხუთში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპსსაქართველოს მელიორაცია“, ქალაქ ლანჩხუთში, მდინარე ორაგვის ღელის მიმდებარე ტერიტორიაზე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარეს. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3,2 კილომეტრი სიგრძის  კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.  

“სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გადინება შეუფერხებლად მოხდება, რაც 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას უზრუნველყოფს და აგროწარმოების შესაძლებლობას გაზრდის”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

მერიის ცნობით, დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები