ყაზბეგის მერმა კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ ლევან ჩქარეულს მულტიფუნქციური ტრენაჟორი გადასცა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ოცი წლის ლევან ჩქარეულს, გრუზულას ტბის დასახლებაში ესტუმრა და კომპლექსური, მულტიფუნქციური ტრენაჟორი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ლევანი სამი წლის ასაკიდან ებრძვის სპინალურ, კუნთოვან ატროფიას, რომელიც მძიმე, გენეტიკური, პროგრესირებადი დაავადებაა, იწვევს კუნთების მოდუნებას და მუდმივად საჭიროებს სპეციალურ სამედიცინო ვარჯიშებს.

“სიხარული სულის ჯანმრთელობააო, ასეა ნათქვამი. ლევანის თვალებში, ყველაზე
მნიშვნელოვანი იკითხება, როგორი ჯანსაღია მისი სული და რამდენად წრფელი – მისი სიხარული. იმედი მაქვს, მონდომება, სწორი მკურნალობა და ვარჯიში, სასიკეთო შედეგს გამოიღებს და ძალიან მალე, ყველა ერთად, ყაზბეგში ვიზეიმებთ ამ კარგი კაცის გამოჯანმრთელებას.” – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

მერი ოჯახს მხარდაჭერასა და ლევანის მკურნალობის საქმეში აქტიურ ჩართულობას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები