საჩხერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხვის და სოფელ ცხომარეთის, უზუნთის უბნის  მოსახლეობასთან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში  შეხვედრები გაიმართა.

 

სოფელ მოხვისთვის აღნიშნული პროგრამით 12000 ლარი გამოიყო.

 

მოსახლეობამ რამდენიმე საკითხი დააყენა:

1.მერმანიშვილების უბანში გზის მოწყობა;

2.ორი ერთეული მოსაცდელის მოწყობა;

3.წყლის სისტემების მოწყობა;

4.პეტრიაშვილების უბანში 600 მეტრი სასმელი წყლის მილის შეძენა;

5.ცენტრალური გზის ორ მონაკვეთზე გაბიონის მოწყობა.

 

ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ აღნიშნული თანხით შეძენილ იქნება 600 მეტრი სასმელი წყლის მილი და მოეწყობა 2 ერთეული გაბიონი. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მათი მოგვარება ეტაპობრივად განხორციელდება.

 

სოფელ ცხომარეთში, უზუნთის უბანი, ფანჩატური მოეწყობა, რისთვისაც 10000 ლარია გამოყოფილი.

 

მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები კობა ქიმაძე და ოთარ ომიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩხიკვაძე და თემის მაჟორიტარი დეპუტატი მარინა წერეთელი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები