გურჯაანში 32 წლის მამაკაცი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 32 წლის მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თანასოფლელი ავტომობილით განზრახ დაეჯახა. გულ-მკერდის, თავისა და მუცლის არეში მიყენებული დაზიანებებით, მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივების განცხადებით, ინციდენტს წინ უძღოდა შელაპარაკება. თანასოფლელებს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო.
“კვირა” მომხდარის დეტალებს შს სამინისტროსთან არკვევს.