სერგი ხიდეშელმა, გაერო-ს შშმ პირთა კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა, გაერო-ს შშმ პირთა კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან, ლიკა ბაციკაძე და ნათია ბერაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.

 

შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის: სახალხო დამცველის მანდატი, გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენცია, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ პირთა ჩართულობა.

 

აღნიშნული შეხვედრა  საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის, „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში” ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები