დუშეთის მერმა მრავალშვილიან დედებს, ჯანდაცვის მუშაკებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეებს ქალთა დღე მიულოცა
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ ქალთა საერთაშორისო დღე მრავალშვილიან დედებს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ქალბატონებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული დუშეთის ბატალიონის წევრთა მეუღლეებს პირადად მიულოცა.
მან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16 ქალბატონს სიმბოლური საჩუქრები – ტკბილეულის კალათა და ყვავილების თაიგული, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ქეთო წიკლაურთან ერთად გადასცა.
“დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყველა ქალბატონს ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს. მშვიდობიან და ბედნიერ მომავალს გისურვებთ!”, – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.