ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილ ახალციხელ ქალებს 8 მარტი მიულოცეს

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, უფროსი თაობის ღვაწლმოსილ და სხვადასხვა პროფესიის ახალციხელ ქალებს მიულოცეს. ამის შესახებ ახალციხის მერიის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, ღონისძიების სტუმრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს.
“მოწვეულმა ქალბატონებმა ისაუბრეს ქალების წვლილზე საზოგადოებრივ განვითარებაში, ასევე გაიხსენეს აქტიური თანაქალაქელები და სასიამოვნო მოგონებები პროფესიული საქმიანობიდან, ასევე მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს.
საღამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის და გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელშეწყობით გაიმართა. ღონისძიების ბოლოს, მერიის თანამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებს ყვავილები, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოებისაგან“ უფასო სკრინინგთან დაკავშირებით სპეციალურად მომზადებული პოსტერები გადასცეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ ქალბატონს ულოცავს დღევანდელ დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები