“ეწინააღმდეგება ჩვენს კუთხესაც, რელიგიურ მხარესაც” – ხულოში “ალტ-ინფოს” პარტიის წევრები ოფისიდან მეპატრონემ გაყარა

ხულოში ქსენოფობიური და პრორუსული იდეოლოგიის მქონე „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ პარტიას ოფისი დაატოვებინეს. ფართის მეპატრონემ დათო სოლომონიძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიის წევრებმა შენობის ფასადზე ბანერების გაკვრა დაიწყეს. მისი თქმით, მისთვის „კონსერვატიული მოძრაობის“ იდეოლოგია მიუღებელია.
სოლომონიძე ამბობს, რომ თავდაპირველად, შეცდომაში შეიყვანეს, გუშინ ბანერების გაკვრის შემდეგ კი გაიგო ვინ იქირავა ფართი.

„მე არ ვიცოდი რა იდეოლოგიის მატარებელი ხალხი იყო და ბანერების გაკვრისას შემდეგ უარყოფითი რეაქცია რომ წამოვიდა, სიღრმისეულად გავარკვიეთ და ეწინააღმდეგებოდა ჩვენს კუთხესაც, რელიგიურ მხარესაც. მიუღებელი იყო ჩემთვის ეთნიკურადაც და პოლიტიკურადაც, იმიტომ, რომ ხულოში წლებია მეგობრულად და მშვიდად ვცხოვრობთ მართლმადიდებელი ქრისტიანებიც, მუსლიმი ხალხიც“, – ამბობს ფართის მეპატრონე.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები