ზვიად შალამბერიძემ და იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათი საჭიროებები მოისმინეს და გვერდით დგომას დაჰპირდნენ.
“უკრაინის მოქალაქეები საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ და აპირებენ ჩვენს ქვეყანაში დროებით იცხოვრონ.
მათ მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ახორციელებს მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.