საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით საკონსულტაციო შეხვედრები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
“სოფელ პერევს ზემონახსენები პროგრამით გამოეყო 16 000 ლარი. მოსახლეობამ დააყენა ხუთი საკითხი:
1. ხიდ-ბოგირის მოწყობა სამხლიეთის საძოვრებთან
2. ხიდ-ბოგირის მოწყობა ტოროშელიძეების უბანში
3. საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მოწყობა
4. პერევში წყლის კუსტარული სათავე ნაგებობის მოწყობა
5. მოსაცდელის მოწყობა ბახტურიძეების უბანში.
შერჩეულ იქნა 1-ლი და მე-5 პროექტი.
სოფელ ჯრიას გამოეყო 10 000 ლარი. აქ მოსახლეობამ 4 საკითხი დააყენა:
1. შიდა საუბნო გზების მოწყობა
2. ცენტრალური კანალიზაციის მოწყობა
3. სპორტული მოედნის კეთილმოწყობა
4. ბავშვების ატრაქციონების მოწყობა
ხმათა უმრავლესობით გადაწყდა 1-ლი პროექტის განხორცილება.
სოფელ ჭურნალს გამოეყო 10 000 ლარი ასევე. აქ მოსახლეობამ 3 საკითხი დააყენა:
1. სასაფლაოს შიდა ტერიტორიის კეთილმოწყობა
2. საყრდენი კედლის რეაბილიტაცია
3. შიდა საუბნო გზები
შერჩეულ იქნა სასაფლაოზე ფანჩატურის მოწყობა.
სოფელ დარყას გამოეყო 16 000 ლარი. აქ მოსახლეობამ წარადგინა 3 საკითხი:
1. სპორტული მოედნის შემოღობვა.
2. შიდა საუბნო გზების მოწყობა
3. სასაფლაოსკენ მიმავალი გზის დასრულება
სოფელ სპეთს გამოეყო 16.000 ლარი. ადგილობრივებმა 4 საკითხი დააყენეს:
1. სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
2. დავაძეების უბანში მცირე სპორტული მოედნის მოწყობა
3. გაბიონის მოწყობა კრაველიძეების უბანში
4. სასაფლაოს შემოღობვა.
მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით გადაწყდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სოფელ ჭალას გამოეყო 16 000 ლარი. ადგილობრივებმა აქ 4 საკითხი დააყენეს:
1. გომართელის სერზე გზის დამცავის გაკეთება
2. მცირე სპორტული მოედნის მოწყობა, ამბულატორიის მიმდებარედ
3. შიდა საუბნო გზების მოწყობა
4. ახალ დასახლებაში (ჩაბრაძეების უბანი) სანიაღვრის მოწყობა
გადაწყდა 4-ე და 3-ე პროექტის განხორციელება.
სოფელ დრბოს გამოეყო 10 000 ლარი. აქ მოსახლეობას მხოლოდ 1 საკითხი ჰქონდა წარდგენილი.
1. სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
სოფელ ღონას გამოყოფილი აქვს 16 000 ლარი. წარდგენილი საკითხებია:
1. შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია
2. სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
3. სასაფლაოს შემოღობვა.
ადგილობრივებმა გადაწყვიტეს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
სოფელ საკოხიას გამოეყო 10 000 ლარი. აქ მოსახლეობას მხოლოდ 1 საკითხი ჰქონდა წარდგენილი.
1. შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის გაგრძელება.
მოსახლეობის მიერ დაყენებული სხვა საკითხები, შესაძლებლობის ფარგლებში გადაწყვეტილი იქნება ადგილობრივი ბიუჯეტით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.