“დაზიანებულმა გზამ მძიმე ტექნიკას ვერ გაუძლო” – ბათუმში ტრაქტორი ზღვაში გადავარდა

ბათუმის ახალ ბულვარში “ბათუმის წყლის” კუთვნილი ტრაქტორი ზღვაში ჩავარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ბათუმის წყლის გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია, სანიაღვრე არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა, რა დროსაც დაზიანებულმა გზამ მძიმე ტექნიკას ვერ გაუძლო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები