დავით ბახტაძემ სამტრედიელ ქალებს 8 მარტი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გაზაფხულის დღესასწაულები – დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე სამტრედიაში მცხოვრებ ქალებს მიულოცეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენელ ქალებს, გაზაფხულის დღესასწაულები, სიმბოლური საჩუქრებითა და ყვავილებით გაულამაზეს.
“უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს, ვუსურვებ თითოეულ მათგანს ბედნიერებას და დიდ წარმატებას”, – თქვა დავით ბახტაძემ.