როგორია ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – კოვიდსტატისტიკა დეტალურად
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 693 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 450 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.73%. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინვფიცირების ახალი შემთხვევებიდან, ყველზე მეტი დედაქალაქის შემდეგ იმერეთსა და კახეთში დაფიქსირდა.
“Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 693 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 798 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 895 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 783 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 629 065.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 19.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 16.6%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 450 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 568 064.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 430 პირი ემსხვერპლა.
➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 171 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 418, ქვემო ქართლი – 105, შიდა ქართლი – 182, გურია – 167, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 218, კახეთი – 228, მცხეთა-მთიანეთი – 78, სამცხე-ჯავახეთი – 54, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 65.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 545 საიდანაც,
• 2 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 898, აჭარაში – 167, იმერეთში – 444.
• ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 607 პირი, მათ შორის, თბილისში – 287, აჭარაში – 72, იმერეთში – 107.
• 42 336 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.