დავით კუხალეიშვილმა და გრიგოლ ბაღათურიამ ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს
სამეგრელო-ზემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, დავით კუხალეიშვილმა, სენაკის მერის მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
ჟიული შარტავა დღეს 78 წლის გახდებოდა, ის 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო. 1993 წლის 27 სექტემბერს ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რა დროსაც ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.