სნოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები სნოს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

 

აჩხოტი, სნო, კარკუჩა და ახალციხე, ეს ის სოფლებია, რომლებშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. მოეწყო სოფლების პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა საჯარო განხილვა.საერთო ინტერესების გათვალისწინებით, მოსახლეობამ სნოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, სპორტ დარბაზი და მოედანი ითხოვა.

 

„ხევის ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის განხორციელების საქმეში, ძალზე მნიშვნელოვანია სპორტული მიღწევების პოპულარიზაცია და ყველა სათანადო პირობის შექმნა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. ამიტომ, მაქსიმალურად ვეცდებით, მყისიერად ვუპასუხოთ ახალგაზრდების წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას“, –  განაცხადა ყაზმეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბართლომე პაპიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები