მარტვილში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის, კიწიის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ფაზაშია.

 

პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი.

 

პროექტის ღირებულება 322 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,მთაწმინდა 2007″ ასრულებს.

 

სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის მშენებლობა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები