სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადების შერჩევის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ნუკრიანში, ბოდბესა და ქვემო ბოდბეში მოსახლეობას შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ადგილობრივებმა, სოფელში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები წარადგინეს.

 

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად სულ 340 000 ლარია გამოყოფილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები