გორის მერი მოქალაქეების მიღებას განაგრძობს

გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან მოქალაქეების მიღება გრძელდება. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

“მოქალაქეებს შეუძლიათ პირადად გაესაუბრონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს. გორის მერი, მასთან მისულ მოქალაქეს, შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, ეხმარება.
გორის მერიაში ოთხშაბათი მოქალაქეთა მიღების დღეა, თუმცა მოსახლეობის საჭიროებებს მერი ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა.
მერთან შეხვედრაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 599851794”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები