ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი უკვე მოაწერა.

როგორც მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა, დღეს ისტორიული დღეა.

„დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები