დადიანების მუზეუმი უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.

 

ინიციატივის ავტორი მომღერალი ბუბა სორდია და მისი მეგობრები არიან. ერთ-ერთი მათგანის ედუარდ ფარცვანიას განცხადებით, მათ ამ აქციით უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 

“ჩვენ ასე სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს და კიდევ ერთხელ ვუთხარით ომს – არა”, – განაცხადა ედუარდ ფარცვანიამ.

 

მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეები გამოდიან უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის მხრიდან აგრესიის დასაგმობად. აქციები იმართება საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები