კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 743 გამოვლინდა, აჭარაში – 167, იმერეთში – 446
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა, აჭარა – 167, იმერეთი – 446, ქვემო ქართლი -192, შიდა ქართლი – 256, გურია – 153, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296, კახეთი – 390, მცხეთა-მთიანეთი – 94, სამცხე-ჯავახეთი – 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 616 159 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 517 856, გარდაიცვალა 16 231 პაციენტი.