გორი უკრაინისთვის – მერია ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას იწყებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი შტაბი დღეიდან ამოქმედდა.
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად, მერიის შენობაში გროვდება უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთების შეძენა მოხდება მერიის მიერ. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.

“ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს ყველას – სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რიგით თანამოქალაქეებს!
გორის მუნიციპალიტეტის მერია ასევე მზადაა მაქსიმალურად დაეხმაროს საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს. დღეს მერის მოადგილე გორში მყოფ უკრაინელებს შეხვდა და მათ საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა.
შტაბის მისამართია:გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა. გრიგოლ ფერაძის N5.
გორის მუნიციპალიტეტის მერია – საკონტაქტო: 599 85 17 01; 591 69 41 41”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები